თსუ-ის განცხადება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მიმართვის შემთხვევაში უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან, თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უნივერსიტეტისთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი და დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ის საუნივერსიტეტო ეთიკის ფარგლებში დაბრუნდება. ცნობისთვის, თსუ-ს ლექტორი აკაკი ჩიქობავა კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლებისას დააკავეს. მის მხარდასაჭერად სტუდენტების ნაწილმა აქციები დაიწყო და უნივერსიტეტის კანცელარია დაიკავა.
