9 პრიორიტეტის შესრულებაზე მუშაობა იწყება
პარლამენტი ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 პუნქტზე მუშაობას იწყებს. პირველი შეხვედრა ხვალ გაიმართება. პროტოკოლის მიხედვით, მხარეები სამუშაო ფორმატზე შეთანხმდებიან. შეხვედრას უმრავლესობასთან ერთად ოპოზიცია და მესამე სექტორი უნდა დაესწროს, თუმცა ამ დრომდე უცნობია ზოგიერთი პარტიის პოზიცია. მმართველ გუნდს ოპოზიციის კონსტრუქციულობის იმედი ისევ არ აქვს.
