შეჯიბრი ლუხმედით სრიალში
მესტიის უძველეს უბანში, ლანჩ ვალში, ლუხმედით სრიალის შეჯიბრება გაიმართა. ტურნირს წელს სვანეთის ტურისტული ადგილის მართვის ორგანიზაციამ უმასპინძლა. ლუხმედით სრიალი სახალისო და ექსტრემალური შეჯიბრებაა, რომელიც სვანეთსა და საქართველოს სხვა მთიანეთში შემონახულ ხის ციგურებით სრიალის უძველეს ტრადიციას აცოცხლებს. გამარჯვებულები სპორტული მაღაზიის ვაუჩერებით და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
