რუმინეთი ევროვიზიაში მონაწილეობას არ მიიღებს
რუმინეთი ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს. მიზეზი ფინანსური პრობლემებია, რომელიც რუმინეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს. „თი ვი არის“ დირექტორთა საბჭომ საგანგებო სხდომა გამართა, სადაც ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ 2024 წლის კონკურსში რუმინეთი წარმოდგენილი არ იქნება. ევროვიზიის მუსიკალური კონკურსი შვედეთის ქალაქ მალმში 7 მაისს დაიწყება.
