ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები კვლავ გამოსცადა
ჩრდილოეთ კორეამ კიდევ რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ინფორმაციას კორეული მედია ავრცელებს. სააგენტო „იონაპის“ ცნობით, რაკეტები სინპოს პორტიდან გაუშვეს. წელს ეს უკვე ფხენიანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის მეორე შემთხვევაა. ბოლოს სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტა ჩრდილოეთ კორეამ 24 იანვარს გამოსცადა.
