კორუფცია უკრაინის თავდაცვის უწყებაში
უკრაინაში ნაღმმტყორცნი ჭურვების შესყიდვისას მილიარდნახევარი გრივნის მითვისების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კორუფციულ გარიგებაში თავდაცვის სამინისტროს მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები, ასევე კომპანია „ლვოვის არსენალის“ ხელმძღვანელები და უცხოური კომპანიის წარმომადგენლები არიან ეჭვმიტანილნი. ერთ-ერთი მათგანი უკრაინიდან გაქცევის მცდელობისას დააკავეს. ეჭვმიტანილთა ვინაობა არ სახელდება.
