საბერძნეთის სამხედრო დახმარება უკრაინას
საბერძნეთი უკრაინას საბჭოთა წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ათენი ვაშინგტონის წინადადებას დათანხმდა და მზადაა უკრაინას „ტორის“, „ოსას“ და „ეს 300-ის“ ტიპის სისტემები გაუგზავნოს, სანაცვლოდ კი შეერთებული შტატებისგან 200 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარებას მიღებს.
