ვითარება საავტომობილო გზებზე
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ავტოტრანსპორტით გადაადგილება ასევე აღდგა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე. მოძრაობა აღდგენილია ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის მონაკვეთზე.
