ქართველი ხელბურთელები ავსტრიას შეხვდებიან
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მეტოქე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ცნობილია. კიოლნში გამართულ წილისყრაზე გაირკვა, რომ ჩვენი ქვეყნის გუნდის მეტოქე ავსტრიის ნაკრები იქნება. პლეი ოფის მატჩი თბილისში 8-9 მაისს, ხოლო ავსტრიაში 11-12 მაისს ჩატარდება და პლანეტის პირველობის მონაწილე გუნდის ვინაობა 2-მატჩიან დუელში გაირკვევა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2025 წლის იანვარში ხორვატიაში, დანიასა და ნორვეგიაში გაიმართება.