ნეთანიაჰუს განცხადება
ჰააგის სასამართლოს მიერ პალესტინელთა გენოციდის ყალბი ბრალდების განხილვა აჩვენებს, რომ ჰოლოკოსტის გაკვეთილი შესწავლილი არაა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღეს განაცხადა. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ჰააგის სასამართლოს მზაობა, ისრაელის წინააღმდეგ მსგავს ბრალდებებს მოუსმინოს, აჩვენებს, რომ მსოფლიოს ბევრი არაფერი უსწავლია ჰოლოკოსტიდან.
