პალესტინელთა მხარდამჭერი აქციები
ევროპაში პალესტინელთა მხარდამჭერი აქციები იმართება. მილანში ღაზის სექტორის მცხოვრებლებს სოლიდარობა ათასობით ადამიანმა გამოუცხადა. აქციები ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დღეს დაემთხვა, რის გამოც ებრაული სათვისტომოს თხოვნით, რომსა და მილანში საპროტესტო მსვლელობები აკრძალული იყო. სამართალდამცველებმა მილანში აქციის მონაწილეების დაშლა ძალის გამოყენებით სცადეს, რასაც შეტაკებები მოჰყვა. პალესტინელთა მხარდამჭერებმა მასშტაბური მსვლელობა მოაწყვეს მადრიდშიც.
