ოპოზიციის სტრატეგია
29 იანვარს პარლამენტი ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 პუნქტზე მუშაობას დაიწყებს. მხარეები ჯერ სამუშაო ფორმატზე შეთანხმდებიან. შეხვედრას უმრავლესობასთან ერთად ოპოზიცია და მესამე სექტორი უნდა დაესწროს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რომ ოპოზიციის მცირე ნაწილი, სავარაუდოდ გააგრძელებს თავისი პოზიტიური როლის შესრულებას პრიორიტეტთან დაკავშირებით.
