განაწყენებული ზურაბიშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი უხეშად არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას, არაფრად აგდებს ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, მისი მხრიდან განაწყენებებზე საუბარი ცუდი მოსასმენია. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივი განცხადებებისა და საქართველო სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ „პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს“.
