თენგიზ აბულაძის ფილმები ეროვნული არქივის კინოთეატრში
საქართველოს ეროვნულ არქივში რეჟისორ თენგიზ აბულაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კვირეული გაიხსნა. ღონისძიებაზე წარმოდგენილია კინო კლასიკოსისადმი მიძღვნილი, ნანა ჯანელიძისა და ნინო ნატროშვილის წიგნი – „თენგიზ აბულაძე – ანარეკლები“ და ნანა ჯანელიძის დოკუმენტური ფილმი - “თენგიზ აბულაძე - ნატვრის ხე”. 28-დან 31 იანვრის ჩათვლით, ცნობილი რეჟისორის ფილმების აღდგენილ ვერსიებზე დასწრებას მაყურებელი უფასოდ შეძლებს
