International Excellence School
ბრიტანულ უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, I2 Q პროექტის ფარგლებში საქართველოში ჩატარდა ე.წ. საერთაშორისო Excellence School, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა მიიღო. ნოდარ პაპუკაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის პროექტები მნიშვნელოვანია ქართულ უნივერსიტეტებში კვლევის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, მათი კვლევითი სტრუქტურების, პროცესებისა და შედეგების ხარისხის გაუმჯობესებისთვის
