ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში მიღებული კანონმდებლობის შეფასების პროექტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა დაიწყო საქართველო ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ათი წლის განმავლობაში განხორციელებული საკანონმდებლო საქმიანობის შეჯამების პროცესი, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს მომზადებას ევროკავშირში წევრობის შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად. პროექტის ფარგლებში შეჯამდება საქართველოს პარლამენტის მიერ გადადგმული ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რის საფუძველზეც საქართველოში ინერგება ევროპული სტანდარტი საზოგადოების ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან სფეროში
