განაწყენებული ზურაბიშვილი
იცის თუ არა სალომე ზურაბიშვილმა მეგობარი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის პროტოკოლი. ირკვევა, რომ პრეზიდენტს სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა სურდა, თუმცა მისი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ ქონდა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა და წუხს, რომ მას ფაშინიანის მასპინძლობის შესაძლებლობა არ მიეცა. დღეს საქართველოს პრეზიდენტი ბოდბეს სტუმრობდა თუმცა ამ თემაზე არ ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებთან მხოლოდ ნინოობის მილოცვით შემოიფარგლა
