მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. შესაბამისად ის არც პოსტის დატოვებას გეგმავს. შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ გადადგომაზე გადაწყვეტილებამ მედიის ყურადღება და სპეკულაციები გამოიწვია. მისივე თქმით, ამას მოჰყვა უკმაყოფილება, როგორც ევროპული საბჭოს შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთაც. ამიტომ, განმარტავს, რომ არ სურს, მისმა გადაწყვეტილებამ ევროპული საბჭო, როგორც ინსტიტუტი შეარყიოს
