იემენელი ჰუსიტების სარაკეტო დარტყმა ბრიტანულ ნავთობტანკერზე
იემენელი ჰუსიტები ადენის ყურეში ბრიტანულ ნავთობ ტანკერს დაესხნენ თავს და მასზე სარაკეტო დარტყმა მიიტანეს. გავრცელებული ცნობით, ხომალდზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გემი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ დაცურავს. ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სამმართველოს ცნობით, გემი ადენის პორტიდან 60 საზღვაო მილით იყო დაშორებული
