თავდასხმა საქართველოს ბანკის სენაკის ფილიალზე
პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა მამაკაცი, რომელიც საქართველოს ბანკის, სენაკის ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა. სამართალდამცველებმა, მამაკაცი ბანკის მიმდებარედ, იმ დროს აიყვანეს, როცა ის გაქცევას ცდილობდა. ნიღბიანი მამაკაცი ბანკის ფილიალში გუშინ, დღის მეორე ნახევარში შეიჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს თან ქონდა დანა. ცივი იარაღის მუქარით, მან ჯერ მოლარეს მოთხოვა გარკვეული თანხა, შემდეგ კი ბანკში შესულ მოქალაქეს 900 ევრომდე თანხა წაართვა და გაიქცა. მიმდინარეობს გამოძიება
