საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. დოკუმენტს ხელი ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს. ნიკოლ ფშინიანის ვიზიტი ირაკლი ღარიბაშვილთან დახურული შეხვედრით დაიწყო სადაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრება ურთიერთ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ასევე საუბარი შეეხო სამშვიდობო პოლიტიკას, რეგიონში არსებულ გამოწვევებს, ეკონმიკას და ვაჭრობას. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა რომ სომხეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობები მზარდია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მეცამეტე სხდომა
