თაკო ჩარკვიანის სახელობის "ლეიბი"
საზოგადოებრივი მოძრაობა „არ აგარევინებთ“ თაკო ჩარკვიანს ინიციატივას უსრულებს, მოძრაობის წევრებმა პარლამენტთან ლეიბი მიიტანეს და განმარტეს, რომ ამ ფორმით დეპუტატის მრავალგზის ნათქვამს გამოეხმაურნენ პარლამენტის წინ ლეიბების განთავსების და პროტესტის ამ ფორმით გამოხატვის შესახებ. „ ნუ გეშინიათ, მაინც გავალთ რუსთაველზე“- პერფორმანსს - თაკო ჩარკვიანი ასე გამოეხმაურა.
