დაკავება განზრახ მკვლელობის ბრალდებით
სამართალდამცველებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული მამაკაცი, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მან, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, 2003 წელს დაბადებულ ახალგაზრდას, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
