ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის ბრიფინგი
საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრემიერს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში შედგება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა, რომლის შემდეგაც რამდენიმე დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიაც გაიმართება. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს აკეთებენ.