გიორგი ამილახვარს ბაქოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა უმასპინძლა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვარს ბაქოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა უმასპინძლა. მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ იმსჯელეს და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
