ეკლესიის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიასა და სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონას ხატზე საღებავის შესხმის ფაქტზე ისაუბრა გადაცემა „იმედი ლაივში“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა
ეკლესიის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიასა და სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონას ხატზე საღებავის შესხმის ფაქტზე ისაუბრა გადაცემა „იმედი ლაივში“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა. ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ეკლესიაში შევარდნის იდეა წინასწარ დაგეგმილი იყო. მისივე თქმით, სტალინის გამოსახულება მხოლოდ მიზეზი გახდა იმისა, რომ ეკლესიაში ვანდალიზმი გაემართლებინათ.
