პრემიერის შეხვედრა იტალიის ელჩთან
პრემიერ-მინისტრი საქართველოში ახლად დანიშნულ იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. მასიმილიანო დ’ანტუონოს მთავრობის მეთაურმა წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ იტალია საქართველოს საიმედო პარტნიორია. ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ქვეყანა აფასებს იტალიის მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების სხვადასხვა კუთხით კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას, საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ მაჩვენებლებსა და ქვეყნის ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს
