ფერმერების პროტესტი საფრანგეთში
ფრანგმა ფერმერებმა პროტესტის ნიშნად, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, გზები და ხიდები გადაკეტეს. ქალაქ აჟენში კი, ადგილობრივი ხელისუფლების შენობებთან თივის ზვინები დაწვეს. ფრანგი ფერმერები დაბალ ხელფასებს, სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედ რეგულაციებსა და ეკოლოგიურ სტანდარტებს აპროტესტებენ. ისინი მთავრობისგან ითხოვენ რომ ადგილობრივი ბაზარი უცხო ქვეყნიდან დაბალფასიანი პროდუქტის იმპორტირებისა და მზარდი ხარჯებისგან დაიცვას. მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და გაფიცვის ფონზე, საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ფერმერებთან მალე, კონკრეტული შეთავაზებებით მოლაპარაკებებს დაიწყებს.
