რკინიგზის თანამშრომლების გაფიცვა გერმანიაში
გერმანიაში რკინიგზის თანამშრომლების გაფიცვის გამო საქალაქთაშორისო მოძრაობა შეფერხებით მუშაობს. სარკინიგზო მაგისტრალებზე მხოლოდ რამდენიმე რეისი ფუნქციონირებს. მასშტაბური პროტესტის გამო სარკინიგზო კომპანიები მგზავრებს ალტერნაიტიული გზების მოძიებისკენ მოუწოდებენ. გერმანელი მემანქანეები და რკინიგზის სხვა თანამშრომლები 6-დღიანი გაფიცვით, სამუშაო საათების შემცირებას და ანაზღაურების მომატებას ითხოვენ. 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ, ეს მათი რიგით მე-4 გაფიცვაა.
