უკრაინა ევროკავშირს ლტოლვილების დაბრუნების თხოვნით მიმართავს
უკრაინა ევროკავშირს სთხოვს, რომ ახალი საიმიგრაციო პოლიტიკის ფარგლებში, უკრაინელი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნებას შეუწყოს ხელი. გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, კიევი ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ მომდევნო წელს, ევროპის ქვეყნებში მყოფი უკრაინელი ლტოლვილები შინ დააბრუნოს. 2023 წლის ნოემბრის მონაცემებით, ევროკავშირის ტერიტორიაზე დროებითი დაცვის სისტემის ფარგლებში, უკრაინიდან რუსული აგრესიის გამო გაქცეული 4 მილიონ 200 ათასი უკრაინელი ცხოვრობს.
