საქართველო აზიის განვითარების ბანკის შეხვედრას უმასპინძლებს
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს ხელმძღვანელს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის საორგანიზაციო ღონისძიებები. როგორც ცნობილია, წელს საქართველო პირველად უმასპინძლებს აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 4 000-მდე მონაწილე და სტუმარი. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ასეთი მასშტაბის ღონისძიების მასპინძლობა, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის, როგორც საინვესტიციო, ეკონომიკური შესაძლებლობების, ისე ტურისტული პოტენციალის ზრდას.
