ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა
რა მდგომარეობა იყო საპატიმროებში 20212 წლამდე, როგორ ირღვეოდა ადამანის უფლებები და როგორია პენიტენციურ დაწესებულებებში დღეს არსებული ვითარება, „ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს წარსული მას შემდეგ შეახსენა, რაც ლევან ბეჟაშვილმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. ბეჟაშვილმა ექსპერიზდენტის ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და განაცხდა, რომ პატიმარს შესაბამისი მკურნალობა არ უტარდება. ამ განცხადებას კი, წინ უძღოდა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გივი მიქანაძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ, მეორე ვადით აირჩიეს.
