ოპოზიციის სტრატეგია
რა შანსები აქვს და რა გეგმით იმოქმედებს ოპოზიცია არჩევნებზე- მმართველი პარტიის თავმჯდომარე ოპონენტების კონკრეტულ გეგმაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ლელო“ და გახარიას პარტია ცდილობენ საზოგადოებას შეუქმნან ილუზია, თითქოს ისინი სრულად არიან გამიჯნულები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და აკრიტიკებენ მხოლოდ იმ მიზნით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის დაცემის ხარჯზე, 5%-იანი ბარიერი გადალახონ. ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას უპასუხეს „ლელოსა“ და გახარიას პარტიაში. მათი თქმით, ასეთი განცხადებების მიზანია, რომ მმართველ გუნდს, ოპონენტად მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ჰყავდეს.
