არჩევნები 2024 და რეიტინგები
მმართველი პარტიისა და ოპონენტების რეიტინგებზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში, მმართველი პარტიის რეიტინგი 55%-დან 59%-მდე მერყეობდა. 59% დაფიქსირდა უშუალოდ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ. მმართველი პარტიის თავმჯდომარის შეფასებით, 2012 წლის შემდეგ, საზოგადოების მხრიდან ასეთი მაღალი მხარდაჭერა მათ არ ჰქონიათ. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დღევანდელი მოცემულობით „ნაციონალური მოძრაობა“ 20%-ს ქვემოთ არის. ყველა სხვა პარტია კი, ბარიერსაც ვერ გადალახავს.
