არჩევნები 2024 - პოლიტიკური მოლოდინები
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. მის ამ პოზიციას და მოლოდინს სრულად იზიარებს მმართველი გუნდი. „ქართულ ოცნებაში“ ამის კონკრეტულ მიზეზებზეც საუბრობენ, მათ შორის არის ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება. მმართველი გუნდის წევრები ამ ყველაფრის საპირისპიროდ, ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე ამახვილებენ ყურადღებას. მათი თქმით, რადიკალური ოპოზიცია მხოლოდ ქვეყნის მტრობით არის დაკავებული.
