პოლიტიკური სპეკულაცია ოჯახის გამოსახლებით
ზამთარში გამოსახლება არ შეიძლება. პრეზიდენტის ეს პოზიცია, რადიკალების მთავარ გზავნილად იქცა, კეკელიძის ქუჩაზე სააღსრულებო პროცესი კი პოლიტიკური სპეკულაციების კარგ ინსპირაციად. აქტიურობენ ის პოლიტიკოსები, რომელთა განცხადებები მათ წარსულთან სრულ შეუსაბამობაშია. მაგალითად, მამუკა ხაზარაძე, რომლის ბანკსაც ასობით გაყიდული უძრავი ქონება უკავშირდება, ასევე გახარიას პოლიტიკური გუნდი, რომელიც ბიზნესომბუდსმენად მუშაობისას მიიჩნევდა, რომ გამოსახლების საპოლიციო მექანიზმი არ უნდა გაუქმდეს.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
