ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყში, სირიის საზღვრის მახლობლად სამ სამხედრო ობიექტზე ავიაიერიში მიიტანა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყში, სირიის საზღვრის მახლობლად სამ სამხედრო ობიექტზე ავიაიერიში მიიტანა. ამერიკის თავდაცვის მინისტრის ცნობით, სამიზნე შიიტური დაჯგუფება „კათაიბ ჰეზბოლასა“ და ირანის მიერ მხარდაჭერილი სხვა დაჯგუფებების ინფრასტრუქტურა იყო.
