ნიუ-ჰემფშირის პრაიმერიზში დონალდ ტრამპი ლიდერობს
ნიუ ჰემფშირის პრაიმერიზში დონალდ ტრამპი ლიდერობს. ყოფილ პრეზიდენტს ამომრჩეველთა ხმების 54,4% აქვს, მეორე ადგილზე კი მისი მთავარი კონკურენტი, გაეროში ამერიკის ყოფილი წარმომადგენელი ნიკი ჰეილია, რომელმაც ხმების 43,6 % მიიღო. ამ დროისათვის ბიულეტენების 70%-ზე მეტია დათვლილი.
