რექტორთა საბჭოს შეხვედრა
განათლების მინისტრის ხელმძღვანელობით რექტორთა საბჭო გაიმართა, რომელშიც საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებმა მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა უმაღლესი განათლების სფეროში არსებული გამოწვევები, მათი დაძლევის გზები განიხილეს და საუნივერსიტეტო სივრცეების კიდევ უფრო განვითარების მიზნით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, მინისტრის ინიციატივით, რექტორებთან შეხვედრა პერმანენტულად საქართველოს მასშტაბით ყველა ავტორიზებულ საჯარო და კერძო უნივერსიტეტში გაიმართება.
