კანადის პრემიერი ტრამპის გამარჯვების შედეგებზე
ტრამპის გამარჯვება ნიშნავს არაპროგნოზირებადობას კანადისთვის. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა. მისივე თქმით, კანადაში გამოკითხულთა ორი მესამედი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაში ტრამპის კიდევ 4 წლით მოსვლის შემთხვევაში ამერიკული დემოკრატია ვერ გადარჩება, თუმცა კანადის ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის გაგრძელება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება თეთრ სახლში.
