პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა უახლოეს მომავალში იგეგმება
ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა უახლოეს მომავალში იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განუცხადა. დიმიტრი პესკოვის თქმით, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის დაგეგმვის პროცესი, მაღალ დონეზე მიმდინარეობს. კრემლის პრესმდივანმა განაცხადა, რომ როგორც კი ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეხვედრის თარიღს შეათანხმებენ, ინფორმაცია გასაჯაროვდება. თურქული მედიის ცნობით, პუტინის თურქეთში ვიზიტი 12 თებერვლისთვისაა მოსალოდნელი
