დასავლური მედიის ინფორმაცია
დასავლური მედიის ცნობით, ისრაელმა „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, 2 თვით ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა. ამის შესახებ ცნობას „აქსიოსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამერიკული გამოცემის ცნობით, ისრაელმა აღნიშნული შეთავაზება დაჯგუფებას კატარის და ეგვიპტის შუამავლობით გადასცა. შესაძლო შეთანხმება, „ჰამასის“ მიერ დატყვევებული ყველა ისრაელელის გათავისუფლებას ითვალისწინებს. ამასთან „ჰამასმა“ ისრაელს ტყვეობაში დაღუპული ყველა ადამიანის ცხედარი უნდა გადასცეს. ამავე შეთანხმების საფუძველზე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის დასახლებული რაიონები უნდა დატოვონ, რაც პალესტინელებს ქალაქ ღაზაში და ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში დაბრუნების საშუალებას მისცემს
