იემენელი ჰუსიტების მუქარა
იემენელი ჰუსიტები დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების იერიშებზე საპასუხო ზომებით იმუქრებიან. ამბოხებულთა პრესსპიკერის განცხადებით, ერთობლივი თავდასხმის შედეგად, სამ სხვადასხვა ადგილას 18 საჰაერო დარტყმა განხორციელდა და ამას უპასუხოდ დატოვებენ. ჰუსიტების მხარდამჭერ ირანში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივ იერიშებს სტრატეგიული შეცდომა უწოდეს. ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, იერიშები რეგიონში მშვიდობას რისკის ქვეშ აყენებს. იემენში, ჰუსიტების პოზიციებზე ვაშინგტონისა და ლონდონის სარაკეტო იერიშები ღამის საათებში განხორციელდა. ერთობლივი სამხედრო რეაგირების მიზანი, წითელ ზღვაში ამბოხებულთა მიერ კომერციულ გემებზე თავდასხმების შეჩერებაა
