NATO-ს დახმარება უკრაინას
NATO-მ საბრძოლო მასალების შესაძენად მილიარდი ევროს ღირებულების კონტრაქტს მოაწერა ხელი. რომლის თანახმად 220 000 ერთეული 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვს შეიძენს და მის ნაწილს უკრაინას გადასცემს. ალიანსმა შეთანხმება წევრი სახელმწიფოების სახელით გააფორმა. კონტრაქტის ფარგლებში, მოკავშირეები ჭურვებს ან პირდაპირ კიევს გადასცემენ ან საკუთარ ამოწურულ მარაგებს შეავსებენ. ხელშეკრულების თანახმად, საბრძოლო მასალების პირველი პაკეტის მიწოდება 2025 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი
