ახალი კლინიკა რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, მრავალპროფილური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კლინიკა აშენდება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ ეს არის ისტორიული და სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში, სახელმწიფო სექტორის გაძლიერების საფუძველს შექმნის. რაც შეეხება კლინიკის თანამშრომლებისთვის მომზადებულ შეთავაზებებს, მინისტრის მოადგილის განმარტებით, აღნიშნული პაკეტი, პერსონალის სოციალური თუ შრომითი გარანტიების შექმნასა და მათ დასაქმებას უზრუნველყოფს
