ანტიეროვნული პროპაგანდა
ფინანსდება თუ არა თინა ხიდაშელის ორაგნიზაცია ტაივანიდან - კითხვაზე პასუხი ხიდაშელს ამ დრომდე არ გაუცია. მის ნაცვლად მედიასთან, დღეს განმარტება დავით უსაუფაშვილმა გააკეთა, ის ამბობს, რომ ორგანიზაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ფინანსდება, თუმცა აქვე უსუფაშვილმა თქვა ისიც, რომ ორგანიზაციას კავშირი აქვს ტაივანთან. ეს ინფორმაცია მმართველი გუნდისთვის პასუხია კითხვაზე, რატომ აკრიტიკებს ოპოზიცია საქართველოს ჩინეთთან დაახლოების პროცესს? „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციის კრიტიკა საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის.
