„ლელო“-„ნაცმოძრაობის“ საერთო პიარკონსულტანტი
„ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ, „ლელო“. ამერიკელი პიარკონსულტანტი ჯერემი როზნერი, უკვე თბილისშია და „ლელოსთან“ კონსულტაციებს იწყებს. ცნობილია, რომ როზნერი დამკვეთებს პოლიტიკური და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში ეხმარება. „ლელომდე“ როზნერი 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ პიარკონსულტანტი იყო. ეს ფაქტი კი „ქართული ოცნებისთვის“ იმის დასტურია, რომ „ლელოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთო გეგმები აქვს და ეს გეგმები ქვეყანაში დესტაბილიზაციას უკავშირდება.
