ფონდი „ქართუს“ განცხადება
ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკურ სპეკულაციაზე საუბრობს ფონდი „ქართუ“. ფონდში განმარტავენ, რომ „ქართუს“ შვილობილი 3 კომპანიის საკუთრებაში, მიწის რამდენიმე ნაკვეთი არსებობდა და მათი რეალიზაცია გადაწყდა. საუბარია ისნის რაიონში არსებულ მიწის ნაკვეთზე. „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარის განცხადებით, ფონდი აქტივებს ავითარებს, ყიდის ან აქირავებს და შემოსულ თანხებს, საქველმოქმედო პროექტებისთვის იყენებს.
