ნაძალადევის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება
ხვალ, ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილისა და დადიანის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე “ჯივიპი” ახალ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს. შესაბამისად დილის 11:00 საათიდან 25 იანვრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ნაძალადევის რაიონში - გურამიშვილისა და დადიანის გამზირების ნაწილს, ხუდადოვის ქუჩის ნაწილს, ედისის, სვირის, ერისთავის, ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის, წიწამურის და მიმდებარე ქუჩებს. სამუშაოების ჩატარების მიზანი წყლის ნაკადებიუს ეფექტიანი მართვაა.
