იერიში ჰუსიტების წინააღმდეგ
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, იემენელი ჰუსიტების წინააღმდეგ ვაშინგტონთან ერთად განხორციელებული მორიგი იერიშები, მკაფიო მგზავნილია იმისა, რომ დასავლეთის გაფრთხილების შეუსრულებლობას, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. დევიდ ქემერონის განმარტებით, იემენელი ჰუსიტები წითელ ზღვაში საერთაშორისო ხომალდებზე თავდასხმებს განაგრძობენ, რაც დაუშვებელია, რადგან მათი აქტივობა რეგიონში თავისუფალ ნავიგაციას აფერხებს.
